აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ტელეკომპანია პირველი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების გაშლას აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.   

"ჩვენ სამართალდამცავებს წავუკითხეთ ჩვენი უფლებები - რომ შეგვეძლო პარლამენტის შენობის წინ გაგვეშალა კარავი, გაგვეგრძელებინა პროტესტი, პასუხად მივიღეთ აგრესია. დაკავებულია ათამდე აქტივისტი. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლეს ყველა აქტივისტი, ვინც დააკავეს". – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან ინტერვიუში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები