2021 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 762.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით ნაკლებია.
წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. საერთო ბრუნვიდან ექსპორტი 224.4 მილიონ ლარს შეადგენს, იმპორტის წილი კი 538.1 მილიონი ლარია. შედეგად, იანვრის თვეში სავაჭრო დეფიციტი 313.6 მილიონ ლარს უტოლდება.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის წილი, ქვეყნების მიხედვით, უმეტესწილად ორ ჯგუფზე მოდის – დსთ-ს ქვეყნებსა და ევროკავშირზე:

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის ექსპორტის 80%-ზე მეტი 10 ქვეყანაზე მოდის, აქედან ტოპ სამს აზერბაიჯანი, ბულგარეთი და ჩინეთი წარმოადგენს.

ქართული ექსპორტის ქვეყნებს შორის წილობრივი განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება:

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყნის იმპორტის 75%-ზე მეტი 10 ქვეყანაზე მოდის, აქედან ტოპ სამს ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი წარმოადგენს.

საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია წილობრივად შემდეგ ქვეყნებზე მოდის:

2021 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა $49.7 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები $24.9 მლნ დოლარით(11.1%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები $23.3 მლნ დოლარით(10.4%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების სახით, რომლის იმპორტმა $46.3 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის $40.8 მლნ დოლარით(7.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $36.6 მლნ დოლარით (6.8%).






