14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე

14 წლის გოგოს დედა: შეიძლება, ბაბუასთან კონფლიქტი მოუვიდა, იძულებული გახდა და თავი მოიკლა

სანამ გარდაიცვლებოდა, ერთი კვირით ადრე მითხრა ჩემმა შვილმა, რომ ბაბუამისი იყო ნასვამ მდგომარეობაში, საწოლში რომ მეძინა, მოვიდა და სულ თავში მირტყა რომ ვიწექიო. ძლივს ვიხსენი თავი, ვყვიროდი, ვერავის ვერ გავაგებინეო, გავიქეცი მამიდასთან დავრჩიო.

[...] სანამ დაიღუპებოდა ჩემი შვილი, წინა დღით მელაპარაკა, ძალიან ბედნიერი იყო, უნდოდა ჩემთან წამოსვლა, ყველაფრისთვის მზად იყო. არავითარი მიზეზი არ ჰქონდა თავის მოსაკვლელად. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ რაღაც მოხდა ისეთი, რაც იმალება. 

ჩემი ყოფილი მამამთილი ყოველთვის სვამდა, შეიძლება, რამე კონფლიქტი მოუვიდა ბავშვთან და ბავშვი იძულებული გახდა, წავიდა და თავი მოიკლა...

ამბობს 14 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა, მერი რომანაძე TV პირველის ეთერში. ქობულეთში 14 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუა მომხდარში ისევ გოგოს ადანაშაულებს. როგორც მოზარდის დედა ყვება, ბაბუა, რომელიც 14 წლის გოგოს ზრდიდა, მომხდარის შემდეგ გოგოს "ოჯახის შემარცხვენელს" ეძახდა. დედა ყვება იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ძალადობის შესახებ გაიგეს, ბიძებმა 14 წლის გოგოს უმოწყალოდ სცემეს. 

კომენტარები