პრიანკა ჩოპრა

პრიანკა ჩოპრა: რეჟისორმა წარმატების მისაღწევად მკერდისა და ყბის ოპერაცია მირჩია

Statesman

ინდოელმა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, პრიანკა ჩოპრამ, ავტობიოგრაფიული წიგნი Unfinished გამოსცა. ერთერთ თავში ჩოპრა ამბავს იხსენებს, როდესაც რეჟისორმა, რომლის სახელს ავტორი არ ამხელს, კინობიზნესში წარმატების მისაღწევად პლასტიკური ოპერაციების გაკეთება ურჩია.

"ერთხელ ფილმში როლზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ გასაუბრებაზე რეჟისორმა მითხრა, რომ ჩემი გარეგნობა არ შეესაბამება სტანდარტს. მან მკერდის გადიდება, ასევე ყბისა და უკანალის კორექცია მირჩია. გაოგნებული ვიყავი და კიდევ უფრო გულდასაწყვეტი ჩემი აგენტის რეაქცია იყო, რომელსაც რეჟისორის იდეა ძალიან მოეწონა. ამ თემაზე ახლა შემიძლია ლაპარაკი, მაშინ დამწყები ვიყავი, "პრობლემურ" მსახიობებთან მუშაობა არავის უნდოდა. ასეთია დრომოჭმული პატრიარქალური კინოინდუსტრია". – იხსენებს მსახიობი.

ჩოპრა პირველად 2000 წელს გამოჩნდა. 18 წლის მოდელმა მის მსოფლიოს კონკურსზე პირველი ადგილი აიღო. სილამაზის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ ჩოპრათი ბოლივუდი დაინტერესდა, მან არაერთ ინდურ ფილმში შეასრულა მთავარი როლი. მოგვიანებით მსახიობმა რამდენიმე ჰოლივუდურ პროექტში, მათ შორის მაშველების რიმეიქში, მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები