ლარის გაუფასურება

კვირაზე მეტია, ლარი დოლართან ყოველდღიურად უფასურდება

მეცხრე დღეა, ლარს დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდენცია აქვს. იანვრის განმავლობაში 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება საშუალოდ 3.27-3.30 ლარი იყო.

ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა მორიგი 40 მილიონი დოლარი 27 იანვარს გაყიდა, თუმცა, 28 იანვრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად უფასურდება. ამ დღეების ჯამური დანაკარგი 3 თეთრია. 

5 თებერვლის მდგომარეობით, ოფიციალური კურსით 1 დოლარი 3.3215 ლარი ღირს, ბანკებში კი, მისი ფასი 3.35 ლარია.

კომენტარები