ალექსეი ნავალნი

CNN: რუსი ექიმი, რომელიც ნავალნის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

რუსი ექიმი, სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდა, 55 წლის ასაკაში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სიკვდილის მიზეზზე საუბარი არ არის. მაქსიმიშინი ომსკის საავადმყოფოს ერთ-ერთი წამყვანი ექიმი იყო.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების მიერ უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო.

2 თებერვალს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

კომენტარები