კრიმინალი

შსს: რუსთავში, სუპერმარკეტ ლიბრეში მომხდარი ყაჩაღობის გამო 2 ადამიანი დავაკავეთ

ლიბრე/Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის გამო ორი ადამიანი - 1993 წელს დაბადებული, ძარცვის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. 

უწყების ცნობით, ისინი 15 იანვარს სუპერმარკეტ ლიბრეში კონსულტანტებს ცივი იარაღით დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები