კრიმინალი

შსს: ნიკორას თანამშრომლის დაჭრის გამო ერთი ადამიანი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 იანვარს სუპერმარკეტ ნიკორას თანამშრომლის დაჭრის გამო ერთი ადამიანი - 1999 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ნიკორას თანამშრომელს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, შსს-ს ცნობით, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები