კირა ნაითლი

კირა ნაითლის თქმით, კაცი რეჟისორების გადაღებულ სექსის სცენებში აღარ ითამაშებს

Getty Images

ბრიტანელი მსახიობის, კირა ნაითლის თქმით, ის მონაწილეობას აღარ მიიღებს კაცი რეჟისორების მიერ გადაღებულ სექსის სცენებში.

ამის შესახებ მან Chanel Connects Podcast-ში ისაუბრა.

“პრობლემა პატივმოყვარეობასა და ხელოვნებაში კაცის პერსპექტივით დანახული და წარმოჩენილი ქალის სახეა. თუ შევქმნიდი ისტორიას, რომელიც დედობის თავგადასავალსა და საკუთარი სხეულის თავიდან მიღებაზე მოგვითხრობს, უკაცრავად, მაგრამ ამას ქალ რეჟისორთან ერთად გავაკეთებდი.

აბსოლუტური აკრძალვა არ მაქვს, თუმცა კაცების შემთხვევაში თითქმის ასე იქნება”. – თქვა მან.

მსახიობს კარიერის განმავლობაში რამდენიმე მსგავს სცენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის Atonement-სა და Colette-ში, თუმცა მისი თქმით, იმავეს გაკეთებას აღარ აპირებს.

“აღარ მინდა, მონაწილეობა მივიღო სექსის საშინელ სცენებში, სადაც ყველა ქოშინით სუნთქავს და ოფლიანია. აღარ ვარ დაინტერესებული ამის კეთებით”. – თქვა მან.

კირა ნაითლის თქმით, ძალიან არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც წარმოიდგენს კაცების დაჟინებულ მზერას მსგავსი სცენების გადაღების დროს.

კომენტარები