კორონავირუსი საქართველოში

გახარია: გეგმა სრულად პასუხობს გამოწვევებს, მზად ვართ, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დავიწყოთ

დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი, საბოლოო ჯამში, გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში, მინიმუმ, აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%. 

თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად მნიშვნელოვანია ამ გეგმის ტექნიკური ნაწილი - ეტაპობრივობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი და აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე. 

[...] მთავარი მიზანი ახლა არის, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად 1 წლის განმავლობაში. დღეს ტექნიკურად საქართველო მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. ასე რომ, როგორც ტექნიკურად, ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ, ფაქტობრივად, მზად ვართ, უახლოეს პერიოდში ეს ვაქცინაცია დავიწყოთ...

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსის ვაქცინაზე საუბრისას.

კომენტარები