ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები 2020 წელს

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 12.0%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9% შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2020 წლის ექსპორტის მიხედვით:

  • ჩინეთი - $476 270, წილი მთლიან ექსპორტში - 14.3%.
  • აზერბაიჯანი - $441 289, წილი მთლიან ექსპორტში - 13.2%.
  • რუსეთი - $441 076,  წილი მთლიან ექსპორტში - 13.2%.
  • ბულგარეთი - $312 377,  წილი მთლიან ექსპორტში - 9.3%.
  • უკრაინა - $217 396,  წილი მთლიან ექსპორტში - 6.5%.
  • თურქეთი - $190 570, წილი მთლიან ექსპორტში - 5.7%.
  • სომხეთი - $187 552, წილი მთლიან ექსპორტში - 5.6%.
  • შვეიცარია - $106 813, წილი მთლიან ექსპორტში - 3.2%.
  • ესპანეთი - $83 751,  წილი მთლიან ექსპორტში - 2.5%.
  • აშშ - $80 030, წილი მთლიან ექსპორტში - 2.4%.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2020 წლის იმპორტის მიხედვით:

  • თურქეთი - $1 406 975, წილი მთლიან ექსპორტში - 17.6%.
  • რუსეთი - $887 167, წილი მთლიან ექსპორტში - 11.1%.
  • ჩინეთი - $708 747, წილი მთლიან ექსპორტში - 8.9%.
  • აშშ - $540 915, წილი მთლიან ექსპორტში - 6.8%.
  • აზერბაიჯანი - $493 183, წილი მთლიან ექსპორტში - 6.2%.
  • სომხეთი - $422 419, წილი მთლიან ექსპორტში - 5.3%.
  • გერმანია - $405 100, წილი მთლიან ექსპორტში - 5.1%.
  • უკრაინა - $389 832, წილი მთლიან ექსპორტში - 4.9%.
  • იტალია - $181 363, წილი მთლიან ექსპორტში - 2.3%.
  • ბრაზილია - $162 717, წილი მთლიან ექსპორტში - 2%.

 

 

კომენტარები