ჯარიმები

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 773 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 773 ადამიანი დააჯარიმეს. უწყების ცნობით, გასულ დღე-ღამეში რეგულაციების დარღვევის 877 შემთხვევა აღრიცხეს.

"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი - 10 000-ით.  განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები