შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლაში, სოფელ რეფოთში საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის გამო დააკავეს 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. უწყების ცნობით, რ.ც. დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.