ლარის კურსი

გაუფასურების მორიგი რეკორდი - ბანკებში ევროს ღირებულება 4.12-ზე მეტია

2021 წელს ლარი ევროსთან გაუფასურების საკუთარ რეკორდებს ხსნის. 6 იანვრის ვაჭრობის შედეგად 1 ევროს ოფიციალური კურსი 4.0713 ლარია, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

უფრო ძვირი ღირს ევრო კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში. სავალუტო გამცვლელ პუნქტებში ევროს შეძენა მოსახლეობას 4.08-4.09 ლარად შეუძლია, ბანკებში კი, მისი ღირებულება 4.10-ს აჭარბებს და ზოგ შემთხვევაში 4.13 ლარია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ამავე დღეს, 1 ევრო 3.19 ლარი ღირდა. თებერვლის ბოლოს კურსი 3.03 ლარამდე დაეცა, მარტის შემდეგ კი, კარანტინის და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ლარის ევროსთან თითქმის ყოველდღე უფასურდება. 

2020 წლის განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების გამო, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი დოლარი გაყიდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა 2020 წელს დოლართან 43 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 88 თეთრით.

კომენტარები