არჩევნები 2020

დეკანოიძე: რა თქმა უნდა, "ოცნებასთან" ცალკე არავითარი კონსულტაციები არ გვქონია

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებასთან ენმ-ს არავითარი მოლაპარაკებები არ გაუმართავს, გარდა საერთაშორისო ფორმატისა, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მმართველი გუნდსა და ოპოზიციას შორის 2 თვეა გრძელდება.

"რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას არავითარი კონსულტაციები არ ჰქონია და ჩვენ ცალკე არც დაველაპარაკებით ქართულ ოცნებას, იმ ფორმატის გარდა, რომელიც დღეს არსებობს –  ესაა საერთაშორისო ფორმატი". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

29 დეკემბერს რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის 5 პარტიას ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდნენ. მოგვიანებით უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ "მოლაპარაკებები თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან" იყო, თუმცა, დეტალები, ელჩების მოთხოვნით, კონფიდენციალურია. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები არ ყოფილა იმ პარტიებთან, ვისზეც საზოგადოებას აქვს ეჭვი. 

კომენტარები