თურქეთი

თურქეთში 2016 წელს გადატრიალების მცდელობის გამო 92 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო 92 ბრალდებულს მათი როლისთვის, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალურ პირებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

12 ბრალდებულს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების გარეშე მიუსაჯეს უვადო პატიმრობა, სახმელეთო ჯარების ზოგიერთი განყოფილების ხელმძღვანელის ჩათვლით. 

2016 წლის ივლისში მთავრობის დამხობის მცდელობისას 250-ზე მეტი ადამიანი დახოცეს. 

თურქეთში, დაახლოებით, 292 000 ადამიანი დააკავეს ფეთულა გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო. აქედან, დაახლოებით, 100 000 დაპატიმრებულია და სასამართლო პროცესის გამართვას ელოდება. 

გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დაახლოებით, 150 000 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. სასამართლოებმა 2500-ზე მეტი უვადო პატიმრობის განაჩენი გამოიტანეს. 20 833 პირი სამხედრო სამსახურიდან გააძევეს.

ფეთჰულაჰ გიულენს თურქეთის მთავრობა 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

2020 წლის თებერვალში გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 700-მდე ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა.

კომენტარები