შსს

შსს: 2020 წელს 71 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, უკანონო ბრუნვიდან 89კგ ჰეროინი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სამათალდამცველებმა 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პასუხისგებაშია მიცემული ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი,​ დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე პოლიციამ გამოავლინა ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია.

ჭელიძის ცნობით, უკანონო ბრუნვიდან 2020 წელს სულ ამოღებულია 89 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილოგრამი კოკაინი, 7 000 აბი სუბუტექსიდა სუბოქსინი და 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

კომენტარები