პიერ კარდენი

ლეგენდარული დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, პიერ კარდენი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ოჯახის ინფორმაციით, დიზაინერი პარიზში, საკუთარ სახლში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა.

პიერ კარდენი იმ ერთ-ერთ დიზაინერად ითვლება, რომელმაც მოდის სფეროში გარდატეხა მოახდინა თავისი ფუტურისტული ნაშრომებით 1960-იან და 1970-იან წლებში.

მან საკუთარი მოდის სახლი - Pierre Cardin 1950 წელს დაარსა და გახდა პირველი მაღალი მოდის სახლი, რომელმაც მოკლე დროში მსოფლიოს გარშემო გახსნა მაღაზიები.

კომენტარები