ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს.
ბრიფინგი პარტიის ოფისში 15:30 საათზე ჩაინიშნა. პრესსამსახურის ცნობით, განცხადებას ევროპული საქართველოს ლიდერები გააკეთებენ.
ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2017 წელს ის ევროპულმა საქართველომ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მეორე ტურში გადასვლის მიუხედავად მან, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა.





