ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობა ერთხმად, ტაშით დაამტკიცა. კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს.
მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად გამოიყურება:
- პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
- თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
- იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
- ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.