მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხაბარელი გახარიას: სპორტი არის სტაბილურობის გარანტი

მე ვფიქრობ, რომ სპორტი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. სპორტი გახლავთ საუკეთესო საშუალება იმ დაავადებების პრევენციისა, რომელიც არის მომრავლებული ჩვენს ქვეყანაში. სპორტი არის სტაბილურობის გარანტი. სპორტი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობისთვის საჭირო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სპორტსმენები ამას ძალიან კარგად ახერხებენ და ბევრმა ქვეყანამ გაიცნო ისინი. სტაბილურობას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ მაღალი რანგის თამაშები და მომავალშიც არის დაგეგმილი და პირადად თქვენი [გიორგი გახარიას] წერილის საფუძველზე, რომელიც გაიგზავნა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში, რომ 2025 წელს უნდა ჩატარდეს ევროპის ოლიმპიური ფესტივალი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევა

ქართული ოცნების დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე ამ "კითხვით" მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. 

კომენტარები