კოლუმბია-რუსეთი

კოლუმბიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

Forbes

კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, უწყებამ რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის გამო ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. საპასუხოდ, რუსეთმა ორი კოლუმბიელი დიპლომატი გააძევა.

საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ხუან ფრანსისკო ესპინოსამ, დაადასტურა, რომ რუსმა დიპლომატები კოლუმბიიდან 8 დეკემბერს გაემგზავრნენ. ესპინოსას არ უთქვამს, რატომ დატოვეს ქვეყანა რუსმა დიპლომატებმა, თუმცა აღნიშნა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე ვერ შეძლებენ უახლოეს მომავალში კოლუმბიაში დაბრუნებას.

კოლუმბიური გამოცემა El Tiempo წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების მიზეზი ჯაშუშობა გახდა. El Tiempo-ს ინფორმაციით, რუსი დიპლომატები კოლუმბიის ქალაქ კალიში ინფორმატორებს ეძებდნენ და ინტერესდებოდნენ ქვეყანაში მინერალური რესურსების მოპოვებით. Blue Radio-ს თანახმად, დიპლომატები აგროვებდნენ ინფორმაციას ელექტროგაყვანილობაზე, ნავთობის ინფრასტრუქტურასა და კოლუმბიის ჰიდროელექტრო სადგურებზე. 

მიმდინარე წელს რუსი დიპლომატები ჯაშუშობისთვის გააძევეს ნორვეგიამ, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა. ყველა შემთხვევაში რუსეთმა საპასუხოდ ამ ქვეყნის დიპლომატები გააძევა რუსეთიდან. 

კომენტარები