კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს ფაიზერი ვაქცინას არ მისცემს

რა იცით, რა შემოდის საქართველოში? მე არ ვიცი და თქვენ რა იცით? აპრიორად რატომ ამბობთ, რომ საქართველოში ღატაკი ქვეყნისთვის განსაზღვრული ვაქცინა შემოდის? საქართველო გაერთიანებულია კოვაქს პლატფორმაზე. კოვაქვს პლატფორმას დაახლოებით 5-დან 7 ვაქცინამდე ექნება, რომელიც იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული.

საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი კოვაქს პლატფორმისთვის, რომ ჩვენ 5, თუ 7-დან ვაქცინიდან არჩევის უფლება გვექნება. არ უთქვამს ფაიზერს უარი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, რომ საქართველოს ფაიზერი ვაქცინას არ მისცემს. ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ფაიზერთან, მოდერნასთან, ასტრაზენეკასთან და კიდევ სხვა კომპანიებთან, რომ საქართველომ გარდა კოვაქს პლატფორმისა, ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებებით მიიღოს ვაქცინა. ზუსტი თარიღი არ არსებობს... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ რამდენიმე ვაქცინას მისცემს რეკომენდაციას წლის ბოლომდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. რაც შეეხება კოვაქს პლატფორმას, NCDC-ის დირექტორის თქმით, ისინი საქართველოს ვაქცინას მარტი-აპრილში მიაწვდიან.

კომენტარები