მთავრობის შემადგენლობა

წულუკიანი: მოლოდინია, იუსტიციის მინისტრის გარდა, მთავრობა იმავე შემადგენლობით იყოს

საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს იმის, რომ ეს მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ. კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვა და შესაბამისი მხარდაჭერაც. დეპუტატი ვარ და ვინ სად დარჩება, არ ვიცი, მაგრამ მოლოდინი არსებობს, რომ ძირითადად იგივე შემადგენლობა იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა.

თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

კომენტარები