ბოლქვაძე: პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და მეც დავუკრავ

ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.
კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რაც იყო, ვთქვათ, 1 საუკუნის წინ, 50 წლის წინ ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი და პიანისტი, ელისო ბოლქვაძე იმედის ეთერში.

კომენტარები