არჩევნები 2020

ქართულმა ოცნებამ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გახარიას კანდიდატურა წარუდგინა

ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. 

 

"მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს". – წერია პრესსამსახურის განცხადებაში. 

 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კომენტარები