მკვლელობა თეთრიწყაროში

თეთრიწყაროში 82 წლის კაცი 87 წლის ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა, თეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

"პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". – წერია უწყების განცხადებაში. 
​​​​

კომენტარები