არჩევნები 2020

მარგველაშვილი: მეგონა, ერთპარტიულობა ისტორიას ჩაბარდა, უცებ, გაბედეს და შემოგვთავაზეს

რაც შედგა ამ დღეებში, ქართული პოლიტიკური რეალობა, ერთპარტიული პარლამენტი, მე ნამდვილად ნეიტრალურს ვერ მტოვებს.

ძალიან მძიმედ განვიცდი, რომ 30 წლის თავზე, ის, რაც, მეგონა, ამ ქვეყანაში ისტორიას ჩაბარდა, ერთპარტიულობა, უცებ გაბედულ იქნა და შემოთავაზებულ იქნა ქართული საზოგადოებისთვის.

ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ტვ პირველის ეთერში. 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა, პირველ სხდომას მხოლოდ ქართული ოცნება, არასრული შემადგენლობით დაესწრო.

კომენტარები