არჩევნები 2020

ჩარკვიანი: ვგრძნობ, ვიღაც შევა პარლამენტში, მაგრამ რამდენად გაბედავენ, არ ვიცი

ამას ვგრძნობ, მაგრამ რამდენად ისინი გადაწყვიტავენ და გაბედავენ შესვლას, ეს კიდევ მეორე საკითხია. ძალიან მძიმე ტვირთია, შეხედო შენს მოსახლეობას თვალებში და უთხრა, რომ მე ეხლა შევდივარ. მე კი ვგრძნობ რაღაცებს, მაგრამ რამდენად გაბედავენ, მე ვერ გეტყვით. ძალიან რთული რამ არის ეხლა გაყალბებულ პარლამენტში შესვლა.

ყველა ვინც შევა და არამგონია ეს გაბედონ, ისინი ბუნებრივად გადაიქცევიან არასამართლებრივ სუბიექტად, იმიტომ, რო აღმოჩნდება, რომ გამყალბებელს "გაუპრავეს". თუ ისინი გაუძლებენ მომიტევონ, მაგრამ ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეს, ურნას ვერ წარმომიდგენია.

რომ გითხრათ, არა არ ვიგრძენითქო, მოგატყუებთ... 

ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა Palitranews-ის ეთერში თქვა. საუბარი ოპოზიციის ბოიკოტს შეეხებოდა და იმას, რამდენად ერთიანია პოზიციები ოპოზიციურ პარტიებში პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები