ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: ლევან მურუსიძის ხელფასმა 2018-19 წლებში 555 ათას ლარს გადააჭარბა

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძის ხელფასმა 2018-19 წლებში 555 ათას ლარს გადააჭარბა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2005 წელს, როცა ლევან მურუსიძემ სამოსამართლო საქმიანობა დაიწყო, მის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 ლარი ფიქსირდებოდა, ნაღდი ფულის სახით კი მას 550 ლარი ჰქონდა. ამის შემდეგ მურუსიძემ $105,000 დოლარის ღირებულების 4 უძრავი ქონება შეიძინა და ავტომობილი, რომელშიც 102,000 ლარი გადაიხადა, მიიღო $50,000 დოლარის საეჭვო შემოსავალი, ანგარიშზე კი 13,000 ლარი აქვს განთავსებული;

"შუალედში მურისიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ, ამასთან იგი იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე და გახლავთ ე.წ. "სასამართლოს კლანის" წარმომადგენელი". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

 

კომენტარები