მასწავლებლების გლობალური ჯილდო

მასწავლებლების გლობალური ჯილდოს მფლობელმა მოგებული $1 მილიონი ფინალისტებს გაუნაწილა

მასწავლებლების გლობალური ჯილდოს მფლობელმა ინდიელმა მასწავლებელმა, რანჯიცინ დისალემ, მოგებული 1 მილიონი დოლარის ნახევარი სხვა ფინალისტებს გაუნაწილა.

რანჯიცინ დისალე ინდოეთის დასავლეთით მდებარე პროვინციის, მაჰარაშტრას სოფლის სკოლაში ასწავლის. მას პრიზი გოგოებისთვის განათლების მიცემის ხელშეწყობასა და მათთვის ადრეული ქორწინებების არიდებისთვის გადაეცა.

რანჯიცინ დისალემ 12 000 ნომინანტს შორის შეძლო გამარჯვების მოპოვება.

"მძიმე დროება დგას, მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათ მოსწავლეებს ჰქონდეთ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებაზე - განათლებაზე წვდომა". – თქვა მან.

მისივე თქმით, მასწავლებლებს ყოველთვის სჯერათ გაცემისა და გაზიარების და ამიტომ, მან კონკურსის ათივე ფინალისტს ნახევარი მილიონი დოლარი გაუნაწილა.

კომენტარები