კრიმინალი

შსს: ბათუმში დავაკავეთ პირი, ვინც ფარმაცევტს ფული დანის მუქარით გასტაცა

სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე,  ერთ-ერთი აფთიაქიდან  ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და  შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით  მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის  ჩადენის იარაღი - დანა და აფთიაქიდან გატაცებული
თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს". – აცხადებს შსს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე
მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები