მიუსაფარი ცხოველები

ზოომარტი მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 ტონა საკვებს უსასყიდლოდ გასცემს

ზოომაღაზია ზოომარტი მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 ტონას საკვებს გამოყოფს და უსასყიდლოდ გასცემს.

ამის შესახებ მაღაზიამ Facebook გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

"როგორც იცით, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდსიტუაციის შედეგად ქუჩაში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე.

"ზოომარტმა" მოახდინა 10 ტონა საკვების მობილიზება, რომელიც დეკემბერსა და იანვრის თვეში უსასყიდლოდ გადაეცემა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს". – წერია განცხადებაში.

მათ, ვისაც სურთ მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების მიღება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოფისში უნდა მივიდნენ.

"მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები პროდუქტის მისაღებად უნდა მობრძანდეთ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში (მისამართი: კ. მარჯანიშვილის 89/24), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.

თითოეულ ადამიანს საკვების მიღება შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 20 კგ-ის ოდენობით (1 პაკეტი)". – წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

კომენტარები