ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 595 დადასტურდა, აჭარა - 623, იმერეთი - 392, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 127, გურია - 152, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 253, მცხეთა მთიანეთი - 126, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
1-ლი დეკემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 3 759 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 139 343 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 117 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.
დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.





