ავტოავარია კახეთში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

Tabula

გვიან ღამით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები