ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნების 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში ქართული ოცნება 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ენმ – 36 მანდატი, ევროპული საქართველო – 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი, მოქალაქეები – 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი.