ჯებ ბეზოსი

ჯეფ ბეზოსმა კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი ორგანიზაციები $10 მილიარდით დააფინანსა

Getty Images

თებერვალში ამაზონის CEO-მ და დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა დაარსა "ბეზოსის დედამიწის ფონდი", რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი ორგანიზაციების $10 მილიარდით დაფინანსებას.

"კლიმატის ცვლილება პლანეტისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ეს გლობალური ინიციატივა დაეხმარება მეცნიერებს, აქტივისტებს, არასამთავრობოებს თავიანთ მცდელობებში შეინარჩუნონ და დაიცვან ბუნებრივი სამყარო". - დაწერა მან ინსტაგრამ პოსტში.

ორშაბათს ბეზოსმა გამოაცხადა 16 ორგანიზაციის სია, რომელიც მიიღებს პირველ $791 მილიონს ფონდისგან. რეციპიენტებში შედის გამოჩენილი ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ დათბობაზე მუშაობენ.

"ბოლო რამდენიმე თვე გავატარე იმ საოცრად ჭკვიანი ადამიანებისგან სწავლაში, რომლებმაც მთავარ საქმედ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და საზოგადოებაზე მისი გავლენა გაიხადეს. შთაგონებული ვარ იმით, რასაც აკეთებენ". – დაწერა ბეზოსმა ინსტაგრამზე

დაფინანსების ნაწილი კონკრეტულ პროექტებს მოხმარდება; მაგალითად, გარემოს დაცვის ფონდი, რომელმაც $100 მილიონი მიიღო, ამბობს, რომ ის გამოიყენებს ფულს თანამგზავრის გაშვებაში, რომელიც მეთანის გამოტყორცნას გაზომავს, სათბური აირი, რომლის სათბური ეფექტი ნახშიროჟანგისას 30-ჯერ აღემატება. "შეშფოთებულ მეცნიერთა ერთობამ" განაცხადა, რომ  $15 მილიონის გრანტს გამოიყენებენ სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაციისთვის, რომელიც ემისიების დიდი წყაროა. 

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად გამოყოფილი $10 მილიარდი მისი წმინდა ღირებულების 5%-ს წარმოადგენს. 

კომენტარები