კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან 1 202 თბილისში გამოვლინდა, 469 – აჭარაში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 202 გამოვლინდა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში 173 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში - 259, გურიაში - 61, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 9, იმერეთში - 9, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში - 2, კახეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში - 1.

17 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები