მთლიანი შიდა პროდუქტი

საქსტატი: 2019 წელს მშპ 5%-ით გაიზარდა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 16 ნოემბერს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა. დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49.3 მილიარდი ლარია.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (14.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1%), მშენებლობა (8.5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1%).

ცალკეული სექტორების მიხედვით კი ზრდა/კლება 2018 წელთან შედარებით ასე გამოიყურება:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 0.7%-იანი ზრდა
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 8.2%-იანი ზრდა
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 1.3%-იანი ზრდა
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 5.3%-იანი ზრდა
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 21.5%-იანი ზრდა
  • მშენებლობა - 0.7%-იანი ზრდა;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 8.3%-იანი ზრდა
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.4%-იანი ზრდა
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 18.5%-იანი ზრდა
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 21.4%-იანი ზრდა
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - -7.5%-იანი კლება
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 4.1%-იანი ზრდა
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 7.1%-იანი ზრდა
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 12.5%-იანი ზრდა
  • განათლება - 4.9%-იანი ზრდა
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 6.8%-იანი ზრდა
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 22.1%-იანი ზრდა

კომენტარები