არჩევნები 2020

"ლელოს" წევრებმა ბათუმში გამართული აქცია დატოვეს

აქცია ბათუმში
ფორმულა NEWS

ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ლელოს წევრებმა და ლიდერებმა დატოვეს. ბათუმის აქციაზე დემონსტრანტების ნაწილს ეჭირა ბანერები წარწერებით "მიშა, ჩამოდი", "მიშა, დაბრუნდი".

ლელოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია არ მიიღებს მონაწილეობას კონკრეტული ოპოზციური ძალის პარტიულ მიტინგში, თუმცა ლელო არ ტოვებს ოპოზიციურ ერთობას, არ ანებებს თავს ბრძოლას და იქნება საერთო ოპოზიციური ბრძოლის ავანგარდში.

ბათუმის საპროტესტო აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბარამიძის გამოსვლიასას თქვა, რომ მიშა უნდა ჩამოვიდეს. აქციაზე ასევე ისმოდა შეძახილები "მიშა, ჩამოდი!".

ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ, თუ რომელიმე პარტიას, გარდა საერთო ოპოზიციური მოთხოვნებისა, სხვა მოთხოვნები ჰქონდა, მათ ცალკე აქცია უნდა ჩაეტარებინათ. ჯაფარიძემ თქვა, რომ ლელო აქციებზე კონკრეტული მიზეზით, ხელახალი არჩევნების ჩატარებით მიზნით დგას.

 

კომენტარები