არჩევნები 2020

ჩარკვიანი ვაშაძეზე: დიპლომატია და, ალბათ, გამოსავალს ეძებდა, მე არ ვეთანხმები

ბატონი გრიგოლის განცხადებამ გამოიწვია თავყრილობა. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და, ალბათ, როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა და იმიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება. ჩემს მეგობარს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ ვეთანხმები. 

რომ არასამართლებრივ დიალოგს არც ჩვენ ვთავაზობთ არავის. განა, ოპოზიცია არასამართლებრივად საუბრობს? განა, პროკურატურას რომ მივაკითხეთ სარჩელით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამართლებრივი გზით ვაპირებთ საუბარს? მაგრამ ერთი არის სამართლებრივი დიალოგი და მეორე არის არასამართლებრივ მოქმედებაში შეჰყვე ხელისუფლებას. არასამართლებრივ მოქმედებაში ხელისუფლებას არ უნდა შევყვეთ...

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ტელეკომოანია პირველთან ინტერვიუში ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარე 10 ნოემბრის დილით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ".

კომენტარები