კორონავირუსი და არჩევნები

ცერცვაძე: აქციაზე ყველას რომ ეკეთოს ნიღაბი, ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე?

კარგი იქნებოდა, ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე და არ ყოფილიყო ამ აქციების საჭიროება, მაგრამ, რადგან არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სოციალური დაკვეთა, რომ აქციები ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით. მათ უნდა დაიცვან ელემენტარული რეგულაციები.

ვინ დამარწმუნებს მე, იმავე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავისი ამომრჩევლისთვის, ან ნაკლებად გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი ხომ არაფერს გააფუჭებს, მხოლოდ გააკეთებს.

ვინც ნიღაბს არ იკეთებს, მე ვიტყოდი, რომ ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ შეიძლება ხვალ თვითონ გახდეს ამის მსხვერპლი...

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები