არჩევნები 2020

კახიანი: ერთპარტიული პარლამენტი დამაზიანებელია, უდიდესი წილი ოპოზიციის მხრებზე იქნება

ეს კიდევ საკითხავია, ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, ოპოზიცია იქნება თუ არა წარმოდგენილი. ამას დრო გვანახებს.

თუ არ იქნება, ერთი რამე უნდა შეგახსენოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის როგორ რეჟიმში იყო პარლამენტი? ოპოზიციას ბოლო ერთი წელია, ასეთი პოზიცია აქვს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობენ.

ეს ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი და იქნება დამაზიანებელი, მაგრამ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ამაზე იქნება იმ რადიკალური ოპოზიციის მხრებზე, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. პარლამენტი აუცილებლად იფუნქციონირებს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის... დაველოდოთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, იმედი მაქვს, რომ შემობრუნდებიან...

ქართული ოცნების წევრი გიორგი კახიანი რუსთავი 2-ის ეთერში კითხვაზე, ერთპარტიული პარლამენტით როგორ გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შედის. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

კომენტარები