არჩევნები 2020

დიდი ბრიტანეთი: არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს სამართლიანად და კანონის სრული დაცვით

ვენდი მორტონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"დიდი ბრიტანეთი ეთანხმება ეუთო/ოდირის რომ საქართველოს არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი ამომრჩეველზე ზეწოლის ბრალდებების ფონზე. ჩვენ [მხარეებს] მოვუწოდებთ, არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს სამართლიანად და კანონის სრული დაცვით, საქართველოს საგარეო გლობალური მისწრაფებების შესაბამისად" – წერს ვენდი მორტონი.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ყველა შეფასება დასავლეთიდან იხილეთ აქ.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები