რაც შეეხება მცირე ხარვეზებს, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება ხოლმე, ამას, ბუნებრივია, სჭირდება რეაგირება. ოქმებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, მაგალითად, აქტივობა იყო არასწორად დაფიქსირებული და შესაბამისად, ხმების რაოდენობა სცდებოდა მნიშვნელოვნად აქტივობის მაჩვენებელს. ესაა მარტივი ხარვეზი, რაც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანს ეპარება ხოლმე, სამწუხაროდ.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ როდესაც ეს ოქმი დგება, ამ ოქმს ხელს აწერენ ყველა პარტიის წარმომადგენლები, ანუ ასეთი ხარვეზი ეპარება ყველა პარტიას ერთდროულად. ესაა ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც შემდეგ ოლქისა და ცესკოს დონეზე ყოველთვის სწორდება, თუმცა ამას ყოველ ჯერზე, მანამდე მოჰყვება ხოლმე სპეკულაციები. ვიმეორებ, ამ ხარვეზებში ყველა პარტიის წარმომადგენლები არიან თანამონაწილები.