არჩევნები 2020

ბაქრაძე: კრიმინალებისა და ე.წ. ქუჩის ბიჭების მობილიზება სასოწარკვეთილი მთავრობის ქმედებაა

ჩვენ არ გვიკვირს, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები შავზე ამტკიცებენ, რომ თეთრია. ამას უკვე მივეჩვიეთ, ამიტომ ზუსტად იგივე ხდება დღესაც, ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც იყენებს აპრობირებულ მეთოდს და ეს მეთოდი არის, ე.წ. ქუჩის ბიჭების, კრიმინალების გამოყენება უბნების წინ და ადამიანების დაშინება. ეს არის ის მეთოდი, რის გამოც ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია თავზე გვენგრევა, ეს არის ის მეთოდი, რის გამოც პოლიცია არის დემორალიზებული და ჩამოშლილი და ეს არის ის მეთოდი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დანერგა, რომ, ოღონდ საკუთარი სავარძლები მიიღონ და შემდეგი 4 წელი ამ კრიმინალის ვალს ჩვენს ხარჯზე იხდიან, რადგან კრიმინალი ამ ქვეყანაში ხდება შეუხებელი. მე თუ შენ შეგიყვან პარლამენტში, შენ ხვალ მე ვეღარ დამიჭერ. ეს არის კრიმინალის და ქუჩის წესი და ამ წესებით გვაცხოვრებს ქართული ოცნება

ეს არის ბოლო სტადიაში მყოფი სასოწარკვეთილი მთავრობის ქმედება, რომელიც უკვე აღარც ფიქრობს იმაზე, რომ მოერიდოს, რომ საზოგადოება გაიგებს, უცხოელი დამკვირვებლები გაიგებენ. ოღონდ როგორმე თავი გადაირჩინოს და მიდის ყველაფერზე. 

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე, ტელეკომპანია მთავარის ეთერში.

კომენტარები