არჩევნები 2020

გახარია: ხმა მივეცი საქართველოს, რომელიც დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო, ხმა მივეცი მომავალს

წინასაარჩევნო კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს. 

სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს და რა თქმა უნდა, ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

კომენტარები