NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო ორი მღვდლის დასჯას ითხოვს - ისინი ყინწვისში განსხვავებულად შეიმოსნენ და წირეს

პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2020 - 20:09
tbl.ge/56x5
დაკოპირდა

საქართველოს საპატრიარქო, რუის-ურბნისის ეპარქიის ორი მღვდელმონაზვნის მიერ, მათივე თქმით, "იაკობ მოციქულის ჟამისწირვის, უძველესი ქართული წეს-განგების მიხედვით შესრულებას" ეხმაურება და მღვდლების დასჯას მოითხოვს.

"მრევლში გაუგებრობა გამოიწვია ა. წ. 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს,  რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში, მღვდელ-მონაზვნების,– იერონიმესა (ქათამაძე) და ირინეოსის(შენგელია), – მიერ შესრულებულმა ე. წ. იაკობის ჟამისწირვამ.

ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული შეკითხვები ძირითდად ასეთია:  იყო თუ არა სწორი არატრადიციული სამოსით (CASULA) წირვის ჩატარება, ასევე, – მსახურება საკურთხევლის გარეთ და რამდენად ნებადართული იყო ყოველივე  ეს?

განვმარტავთ: 

სამღვდელო CASULA არასოდეს ყოფილა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული შესამოსელი, მითუმეტეს უძველეს დროში. იგი რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ძირითადად  XIII-XV საუკუნეებიდან მკვიდრდება და შემდეგ სხვა დენომინაციებშიც ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს მოიხმარებოდა. ამდენად, არამართლმადიდებლური ტრადიციის სამოსის უძველეს მართლმადიდებლურ შესამოსლად წარმოჩენა და მსახურებაში გამოყენება, დაუშვებელია.

რაც შეეხება მეორე საკითხს:

ქართულ ენაზე არსებობს  იაკობის ჟამისწირვის რამდენიმე რედაქცია, მაგრამ საიდღეისოდ მისი გამოყენებისათვის სათანადო კომისიის მიერ შეჯერებული ტექსტი და წეს-განგება ჯერ არ გვაქვს.

საღმრთო ჟამისწირვა არის საზოგადო-საეკლესიო მსახურება და ამასთან ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობის მთავარი გამომხატველი. ამიტომ არცერთ მღვდელმთავარს არა აქვს უფლება, განსხვავებული სახის მსახურების დანერგვისა, თუ ამაზე, როგორც აღვნიშნეთ, არ იქნა სათანადო კომისიის დასკვნა და წმ. სინოდის თანხმობა (გამონაკლის შემთხვევებზე ლოცვა-კურთხევა გაიცემა კათოლიკოს-პატრიარქისგან). წმ. სინოდის მიერვე უნდა დადგინდეს ნებისმიერი ცვლილება საუფლო  წირვასთან მიმართებაში; იაკობის ჟამისწირვასთან დაკავშირებით კი ასევე უნდა განისაზღვროს  კონკრეტული დღეები მისი აღსრულებისთვის.

ჩვენთან ხელნაწერების საფუძვლიანად შესწავლა მიმდინარეობს და შესაძლებელი გახდება წმ. იაკობ მოციქულის მსახურების  სრულყოფილად განახლება. ეს აუცილებელი და საშური საქმეა, მაგრამ ვიდრე ესა თუ ის საკითხი კვლავაც საკამათოა და არ გვაქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე, მისი ჩატარება არის თვითნებობა და დაუშვებელი, რათა არ დამკვიდრდეს არასწორი წესი.

ცნობილია,  აღნიშნული მსახურება დიდი ხნის მანძილზე თითქმის არ სრულდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის საქართველოში. მისით დაინტერესება  ძირითადად  ბოლო საუკუნეებში მოხდა. ამასთან მიჩნეულია, რომ იერუსალიმური ტრადიციის ამ  ჟამისწირვის უძველესი რედაქციები  ყველაზე სრული სახით  ქართულ ხელნაწერებშია დაცული. ამიტომაც მართებული მსახურების აღდგენისათვის ისინი  წარმოადგენს ფასდაუდებელ ლიტურგიკულ წყაროს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

არსებული მასალა ადასტურებს, რომ სასულიერო პირთაგან ამ წირვის აღსრულება ხდებოდა მხოლოდ ტაძრის საკურთხეველში. საკურთხევლის გარეთ კი მისი ჩატარება, აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია.

ამდენად, მღვდელ-მონოზონთა, – იერონიმესა და ირინეოსის, – ქმედებები არის ყოვლად გაუმართლებელი და საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება.

ვიმედოვნებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც ისინი  არიან, ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ მიმართულ მათ ამ და სხვა ქმედებებზე  მოახდენს სათანადო რეაგირებას, რათა ეს და მსგავსი ცთომილებები აღმოიფხვრას", - წერია განცხადებაში.

19 ოქტომბერს, მღვდელმონაზონმა იერონიმემ facebook-ზე პოსტი და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

"დღეს, წმ. თომა მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში, აღესრულა წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, უძველესი ქართული წეს-განგების მიხედვით.

იაკობ მოციქულის ჟამისწირვა საქართველოს ეკლესიის ძირითად ლიტურგიას წარმოადგენდა, ვიდრე მე-11 საუკუნემდე, როდესაც ჩვენში, ხმარებაში დამკვიდრდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები, თუმცა ამ უძველესი წესის ლიტურგიას ინარჩუნებენ ბერძნული და სლავური ადგილობრივი ეკლესიები და მოხარული ვართ, რომ ჩვენს ეპარქიაში, ჩვენი მმართველი მღვდელმთავრის კურთხევით, აღდგა ეს უძველესი იერუსალიმური ჟამისწირვის წესი".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამღვდელმონაზონი ირინეოსიიერონიმეიაკობ მიცუქულის წირვაყინწვისიიობი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024 - 16:00დეკანოზი შალვა კეკელია კუბოს გამოეხმაურა
  • ოთხშაბათი, 28 თებერვალი, 2024 - 23:23ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ეკლესია პროევროპელ და არა პრორუს პატრიარქს აირჩევს
  • სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2023 - 22:29საპატრიარქო: ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა ვატიკანში დაიდგა
  • ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023 - 18:35საპატრიარქო ისრაელ-ჰამასის ომს მე-20 დღეს სამი წინადადებით გამოეხმაურა
  • ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2023 - 01:00საპატრიარქო ირანთან მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებზე საუბრობს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში