კრიმინალი

მდინარაძე კრიმინალზე: რეიტინგზე გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს, ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს

თუკი ვინმე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები გაიზარდა, ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ ეს დანაშაულები შემცირდა 2.5-ჯერ და 3-ჯერ. ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის კონკრეტული შედეგი. დანარჩენი ყველაფერი არის მანიპულაცია, სპეკულაცია და ხალხის მოტყუება. 

ამან [კრიმინალმა] რეიტინგზე არ შეიძლება გავლენა იქონიოს, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ეს ერთი. მეორე, ეს წლების განმავლობაში მათ მიერ ნაწარმოები მცდელობაა, რომლის მიზანია, რომ ხალხს დააჯერო, რომ ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალი. 

[...] ჩვენივე დღევანდელი რეალური რეიტინგებიდან გამომდინარე და იმ სიმართლიდან გამომდინარე, ამ ბინძური კამპანიის მიუხედავად, რაც ბუნებაში არსებობს, არის, დაახლოებით, 55%-დან 60%-მდე. ოღონდ ამას სჭირდება ამ რეიტინგებში, გამოკითხვებში მონაწილე ადამიანების ერთი დღე არდაზარება, მისვლა საარჩევნო უბანზე. შიში არ უნდა იყოს იმისა, რომ კოვიდი ამას შეაფერხებს.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები