კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ინფიცირების რიცხვი 3 000 იქნება თუ 5000, დამოკიდებულია 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდიერებაზე

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა, ვინაიდან, ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, ეს არის მხოლოდ პროგნოზი, სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია და გამოიყენონ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც დღევანდელი მდგომარეობით ყველაზე ეფექტიანია პანდემიასთან ბრძოლაში.

აქედან გამომდინარე, თუ მოსახლეობის ქცევა იმის შესაბამისი იქნება , რაც არის ჩვენი  მოწოდებები, ის პროგნოზი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, იქნება ცვალებადი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რთულია [თქმა], ეს რიცხვი იქნება 3 000 თუ 5 000, ვინაიდან, ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 ქართველი მოქალაქის კეთილსინდიერ ქმედებაზე...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ინფიცირების პიკური მაჩვენებელი შესაძლოა 3-5 000 იყოს.

კომენტარები